საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა.
“ივანიშვილს ჩემი საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ქართველები, რომლებსაც გააჩნიან საკმარისი ცოდნა, იმისათვის, რომ ჩემი და ოლიგარქის მართველობა განასხვაოს, ჩემი თბილისში ჩამოსვლისთანავე წალეკავენ მათ”, – წერს სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ახლა საქმე მას უკრაინაში აქვს, სადაც ქვეყანას “მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან ათავისუფლებს”.