ზაგრებში მიმიდნარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის დაუპირისპირდება.
ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახი მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ვანო ნინიაშვილი იჭიდავებს. მისი მეტოქე კი მონღოლი უნუბოლდ ლხაგვაჯამცი იქნება.
ჩემპიონატის ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან განახლდება.