გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქე დაიკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.
“ამჟამად, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები”,_ამბობენ უწყებაში.