ჯო ბაიდენი, აშშ–ის 46–ე პრეზიდენტისთვის ემზადება. მისი პირველივე დღე საკმაოდ დატვირთული იქნება. დღეს ჯო ბაიდენი და ვიცე–პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს კაპიტოლიუმის შენობასთან დადებენ.
დონალდ ტრამპმა კი ინაუგურაციაზე დასწრებაზე კვლავ უარი განაცხადა და ოჯახთან ერთად ფლორიდაში გაფრინდა, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, გაფრენამდე თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა, რომელიც სასჯელს თაღლითობისთვის იხდიდა. ტრამპმა, ასევე პრეზიდენტობის ბოლო დღე მისი მოკავშირეები შეწყალა. “დიდი შეწყალების” ფარგლებში ბრალდება შემსუბუქებულთა სიაში არიან რუსეთთან კავშირში ბრალდებულებიც. მან ჯამში 73 პირი შეიწყალა.
მან თავის გამოსამშვიდობებლ ვიდეო მიმართვაში განაცხადა ,,გავაკეთეთ ის რისთვისაც მოვედით და გაცილებით მეტიც“
ვაშინგტონში, ინაუგურაციაზე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული, წესრიგს დაახლოებით 25 000 ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი დაიცავს. 2017 წელს, ტრამპის ინაუგურაციის დროს მათი რიცხვი 8 000 იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 6 იანვარს ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
წესები შეიცვალა კორონავირუსის პანდემიის გამოც. ჯერ კიდევ კაპიტოლიუმის მოვლენებამდე ბაიდენის ინაუგურაციის კომიტეტმა სთხოვა მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად ეცადონ სახლში დარჩნენ რათა აირიდონ ხალხმრავლობა, რომ არ მოხდეს კორონავირუსის გავრცლება.
კაპიტოლიუმის შენობასთან სცენის მიმდებარედ 100 სკამია განთავსებული სადაც მიწვეული სტურმების სოციალური დისტანციით განთავსებას შეძლებენ. მათ უნდა ატარონ პირბადე და ასევე, ღონისძიებაზე დასასწრებად რამდენიმე საათით ადრე უნდა ჩაიტარონ კორონავირუსის ტესტი.
ინაუგურაციას 1000–ზე მეტი სტუმარი დაესწრება, პანდემიისა და კაპიტოლუმის შტურმის შემდეგ გაჩენილი საფრთხის გამო, ინაუგურაცია მასშტაბური არ იქნება.
ინაუგურაციას დაესწრებიან, ყოფილი პრეზიდენტები და პირველი ლედები: ბარაკ და მიშელ ობამები, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯოზი და ლაურა ბუშები.