სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კალათბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.
სპორტულ ღონისძიებას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზამბახიძეც ესწრებოდნენ. კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად კალათბურთის ბურთები, მაისურები და შორტები გადასცეს.
კახა კახიშვილმა სტუმრებს N16 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გრძელვადიანი პაემნებისათვის განკუთვნილი ოთახები, პურის საცხობი, სასადილო და სპორტული დარბაზები დაათვალიერებინა.
სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია წარმოადგენს.
„N16 პენიტენციურ დაწესებულებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დღევანდელი ამხანაგური მატჩი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ემსახურება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციას,“ – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც ითანამშროლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და სპორტული აქტივობები ერთობლივად განახორციელონ.
„მსჯავრდებულებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში, სპორტული აქტოვობებით დაკავდნენ. აღსანიშნავია, მათი სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარული. მოხარული ვარ, რომ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ,“ – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
სპორტული ღონისძიება სასჯელაღსურლების და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.