კახა კალაძის პოლიტიკური წონა ეჭვის საფუძველს არ იწვევს – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე კახა კალაძის თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატად დასახელების შსახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისივე თქმით, გუნდში სხვა კანდიდატურებიც განიხილება, თუმცა კალაძე ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატია.
„კახა კალაძე ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი კანდიდატურაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად შეიძლება წარადგინოს. დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კანიდატებს შორის კალაძე ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატურაა და ბუნებრივია, ეს სადავო არ არის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში მერობის ერთადერთ კანდიდატად კალაძეს განიხილავენ და საკითხზე კონსულტაციები უკვე მთავრობაშიც გაიმართა.
1tv.ge