„გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებათან დაკავშირებით“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე
„დილიდან ცნობილია და ცესკოს დღის წესრიგში აქვს, რომ საღამოს იქნება არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე. შესაბამისად გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები თარიღის დასახელებათან” – აცხადებს კახა კალაძე.