ქალაქ ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მოწყობაც, სადაც 2-კმ მდე მონაკვეთზე ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდა. აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1, 000, 000 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე სამუშაოებს, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. (R)