საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.
„დაბეჯითებით გთხოვთ, არ გახვიდეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია. ქვეყნის ცენტრი და სამხრეთი, ქალაქები შდეროთი, აშდოთი, აშკელონი, ხელონი, ბათ იამი, რიშონ ცელიონი, რამლე, რამათ განი, ბნეი ბრაკი, გივათაიმი, ლოდი, რამლე, იავნე, და მათი შემოგარენი საჰაერო დარტყმის ქვეშაა“, _ წერია საელჩოს განცხადებაში.