ჩემი აზრით, ქალი პრეზიდენტი კარგი იდეაა – ამ განცხადებით, აკაკი ზოიძე საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დასახელებას ეხმაურება.
მმართველ გუნდში ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნება” მხარს, საპრეზიდენტო არჩევნებზე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს, ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ქალი პრეზიდენტის არჩევა, საქართველოს იმიჯისთვის მომგებიანი იქნება.
„ქალი პრეზიდენტი, ჩემი აზრით, კარგი იდეა არის საქართველოსთვის იმ როლის გათვალისწინებით და იმ სიმბოლური დატვირთვით, რაც ამ შემთხვევაში ექნება ქალი პრეზიდენტის არჩევას იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს განწყობას,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.