ოზურგეთში ფონდ “სოხუმის” და ქალთა მხაედაჭერის ცენტრის ორგანიზატორობით კამპანია – “16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” დაიწყო.
“ტრადიციულად, ჩვენს აქტივისტებთან, ბენეფიციარებთან, პარტნიორებთან ერთად ვუერთდებით კამპანიის პათოსს, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვა შრომის სფეროშ. მიუხედავა იმისა, რომ საქართველოს შრომის კიდექსი, ეროვნული კანონები, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კანონები და კონვენციები, მათ შორის კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ – კრძალავს დისკრიმინაციას, მაინც ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა შორმის ბაზარზე, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობებში. სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში ვგეგმავთ ათობით ღონისძიებას საზოგადოების ყურადღების მოსაზიდად,”_ გვითხრეს ფონდი სოხუმის წარმომადგენელმა.
ქალთა მხაედაჭერის ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ნაცვალაძემ შეხვედრის დროს თქვა, რომ ხშირად გავიგონებთ შემდეგ ფრაზებს “სამსახურში რამდენიმე თვე ვმალავდი ორსულად რომ ვიყავი,” რომ გაიგეს, ახალგათხოვილი ვიყავი, ხელშეკრულება არ გამიფორმეს”; “ჩემს კოლეგა მამაკაცს, ზუსტად იგივე საქმეში, ბევრად მეტი ჰქონდა ანაზღაურება.”
“ეს შეხვედრა იმისთვის იმართება, რომ უფრო მეტი გავიგოთ, რა პრობლემები აქვთ ქალებს. ჩვენი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს ყველგან, რადგან ქალთა უფლებების დარღვევა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს,”_თქვა ლელა ნაცვალაძემ.
კამპანიის ფარგლებში 16 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველს 10 ქალაქში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება.