ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ ინფორმაციის ქონაზე საუბრობს და უკრაინას ამ ქმედების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური მოტივით იყოს გამოწვეული. აღნიშნულ ინფორმაციას KYIVPOST ავრცელებს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოს ქმედებები კანონის უზენაესობის სფეროში, რომელიც შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული იყოს“,_აღნიშნული განცხადება დეპარტამენტის პრესპიკერმა „ამერიკის ხმასთან“ გააკეთა.
როგორც ცნობილია, ოქტომბერ-ნოემბერში უკრაინიდან საქართველოში რამდენიმე ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვალერი ჰელეტეის უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობის შესახებ საუბრობდა.
ამავდროულად, „ვერხოვნა რადას“ ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვალერია ლუთსკოვსკამ განაცხადა, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში საქართველოს მოქალქეების დეპორტაცია კანონდარღვევით განხორციელდა.
მისივე თქმით, პოლიციამ ამ საკითხებზე დოკუმენტები და ფაქტები გააყალბა.