“გურია ნიუსთან“ საუბრის დროს საბერძნეთში მყოფნი ერთ-ერთი ემიგრანტი ყვება, რომ კორონავირუსს ადამიანების გარკვეული ნაწილი გულგრილად ხვდებიან.
“პირბადეების ერთი შეკვრა 50 ევრომდე ღირს. ვიდრე კორონავირუსი გავრცელდებოდა, მანამდე კი 5-7 ევრომდე ღირდა. ამ დრომდე მიმდინარეობს სწავლა კერძო სკოლებში. ყველაზე მეტად უპასუხისმგებლო ადამიანები მაღიზიანებს, რომლებიც უნდა იყვნენ კარინტინში და არაფერს ერიდებიან. კარანტინში მყოფი ადამიანები გამოდიან და ყავას სვამენ კაფეებში. არაფერი ადარდებთ“, _ გვითხრა ქართველმა ემიგრანტმა.