თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა. “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხვებს 30 წუთის განმავლობაში პასუხობდა. მისი თქმით, პროკურორებს არც ისე საინტერესო კითხვები ჰქონდათ.
“კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. მათ მითხრეს, რომ რატომ აპირებდი წინიდან შესვლასო და ვუთხარი, რომ მეგონა ბუღალტერია წინიდან იყო. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო”, _ იხუმრა დაკითხვისას ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის თქმით, მან ვერ დაინახა თავისი გამოკითხვის საჭიროება.