ხვალიდან, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა.
„დღეს ვინარჩუნებთ ცივ ამინდს. უნალექო ამინდია დასავლეთ საქართველოში +19 გრადუსამდე იქნება ტემპერატურა, ასევე, უნალექო ამინდი იქნება დღეს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში კი დღეს ტემპერატურა +11 გრადუსია. ხვალ უკვე დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს. მთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა, მთაში თოვლი იქნება, გაძლიერდება ასევე ქარიც. დრო გამოშვებით 17-22 მეტრი წამში, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ტემპერატურა ხვალ +10 გრადუსი იქნება. ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7; +12 გრადუსი იქნება.
10 იანვარს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +6; + 11 გრადუსის ფარგლებია მოსალოდნელი, თბილისში კი +9 გრადუსი იქნება. ღამე შესაძლებელია მცირე წვიმა. 11 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოიმატებს ტემპერატურა და +11; +16 გრადუსის ფარგლებში იქნება, მაგრამ იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან 20-25 მეტრი წამში. აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა იკლებს. მოსალოდნელია მცირე ნალექი, ზოგან თოვლჭყაპის სახით, თბილისშიც შესაძლებელია მცირე ნალექი. ტემპერატურა ღამე 0, დღისით +5 გრადუსი. 12 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13-ში კი ისევ ნალექია მოსალოდნელი“, _ ამბობს ნიორაძე.