კარიბის კუნძულებზე მძვინვარე ქარიშხალ ირმას სიძლიერე მეოთხე კატეგორიამდე შემცირდა, მაგრამ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ის უკიდურესად სახიფათოა.
BBC– ის ინფორმაციით, ქარიშხალმა თურქსის და კაიკოსის კუნძულებს გადაუარა და ბაჰამის და კუბისკენ მიემართება.
როგორც ამ დროისთვის ცნობილია, სტიქიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, ქარიშხალმა ირმამ 1.2 მილიონზე მეტ ადამიანს მიაყენა ზარალი, რაც შეიძლება 26 მილიონამდე გაიზარდოს.
მაუწყებლის ინფორმაციით,იმ ადგილებში, სადაც სასმელი წყლის და სანიტარული მომსახურების სისტემა დაინგრა, დაავადების გავრცელების საფრთხე არსებობს.