ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძილივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შეთანხმების ნაწილი, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ.
„ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძილივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შეთანხმების ნაწილი. მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია და ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა.
ვფიქრობ, რომ არის შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ“, – განაცხადა ჰარცელმა.