“ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ისე საქართველოში, რაც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში მით უკეთესი,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ შეხვედრაზე განაცხადა.
„დღევანდელი ღონიძიების მიზანი ის არის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ სწორედ ამას ვეფუძნებით და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში 16%-ზე მეტი ქალი იყოს“, – განაცხადა ჰარცელმა.