კარტოგრაფთა ოთხთვიანი პატიმრობა დასრულდა, მაგრამ როგორც კიდევ ერთმა ყოფილმა სინდისის პატიმარმა, აკაკი ხუსკივაძემ აღნიშნა, ახლა არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური პატიმრები პოლიტიკურ მძევლებად იქცნენ.
კარტოგრაფების გირაოს შეგროვებასთან დაკავშირებით ივერი მელაშვილი ამბობს, რომ “ეს ძალიან სასიხარულო იყო და მე აღვიქვი, როგორც სამართლიანობის მხარდაჭერა, და ეს უნდა გაგრძელდეს”.
კარტოგრაფები ასევე ამბობენ, რომ “თუკი ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, ეს ხელისუფლება და პროკურატურაა”, რადგან ბრალდებები მათ წინააღმდეგ, აბსურდული და თითიდან გამოწოვილია.
ამავდროულად, ივერი მელაშვილის ადვოკატი გირაოს თანხის, ასევე, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული, თანამდებობიდან მელაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.