„ევროპული საქართველო“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, კარტოგრაფების გამოშვება ძალიან კარგი და სასიხარულოა, მაგრამ მოლაპარაკებებთან მიმართებაში ეს არაფერს არ ცვლის, რადგან სხვა მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია გიორგი რურუას გათავისუფლებასთან, საარჩევნო რეფორმასთან და ვადამდელ არცევნებთან, უცვლელია.
„რაც შეეხება მოლაპარაკებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მოლაპარაკებისთვის ოპოზიციის მხრიდან რამდენჯერმე და ორი დღის წინ, კიდევ ერთხელ, დაფიქსირდა კონკრეტული საკითხები. გარდა იმისა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვან დ ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ გიორგი რურუა ჯერ-ჯერობით ისევ ციხეშია და პოლიტპატიმარია, ასევე აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.
ასე, რომ მოლაპარაკებებთან მიმართებაში კარტოგრაფების გამოშვება, რაც ძალიან კარგია და სასიხარულოა, ნამდვილად არაფერს არ ცვლის, იმიტომ, რომ საკითხები დღის წესრიგში რაც იყო, იგივე რჩება, არცერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს, დახურული არ არის.“ – განაცხადა გოგორიშვილმა.