„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება, თუმცა შეხვედრის გადადების მიზეზი უცნობია. ეს ინფორმაცია Imedinews-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
„ევროპულ საქართველოში“ დღეს ჩანიშნული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გადადებას ან გაუქმებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურად პარტიაში არ შესულა.
მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, მხარეები შეთანხმდებიან.
ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიცია გააფორმებს დოკუმენტს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
წყარო: იმედინიუსი