მართალია, ჯერ ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბოლომდე არ დაუთვლია. თუმცა, „ქართული ოცნება“ უკვე ზეიმობს გამარჯვებას და ამის აღსანიშნავად ფეიერვერკებიც უხვად გაისროლეს ქალაქის ცენტრში.
წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატმა ლანჩხუთში მხოლოდ ერთი საარცევნო უბანი მოიგო ხუთი ხმით.