“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” მმართველ პარტიაში დაუდასტურეს.
პარტიაში ისიც გვითხრეს, რომ მერების კანდიდატურები თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
“ქართული ოცნება” ოფიციალურ საარჩევნო კამპანიას აგვისტოში დაიწყებს.