დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა სულ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პარლამენტში მოხდა.
მანდატურებმა მოჩხუბრების გაშველება შეძლეს. თუმცა, მუშტი-კრივი, რომლითაც ქართული ოცნების წევრები ერთმანეთთან არჩევდნენ საქმეებს, ბევრმა ნახა.
დავით მათიკაშვილი, მანდატურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიყვანა.
ამ წუთებში, სიტუცია განიმუხტა. თავად დეპუტატები კი ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ რაღაც საკითხის ირგვლივ მსჯელობდნენ.