HOLLYWOODREPORTER კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გამარჯვებულ ქართულ ფილმ dede-ს მიმოიხილავს.
ტრადიცია და ცრურწმენები თემებში, სადაც მამრობითი სქესი დომინირებს, შეიძლება ნაცნობი დრამატული საკითხი იყოს, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა მწერალმა და რეჟისორმა, მარიამ ხაჭვანმა ამ თემას ფილმში „დედე“ ახალი ხედვა მისცა.
უშგულში გადაღებულ ფილმში, რომელშიც არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ ხაჭვანი ახალგაზრდა გოგონას ამბავს აღწერს, რომელიც შეზღუდული თავისუფლებების, რეპრესიული კულტურის, სასტიკი გატაცების, ჩაწყობილი ქორწინების და ოჯახური მტრობის წინააღმდეგ იბრძვის.
საყოველთაო გზავნილმა ელემენტარული ამბით, რომელიც ბალადის მსგავს შთაბეჭდილებას ტოვებს გასულ კვირას კარლოვი ვარის კინოფესტივალზე სექციაში East of the West ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.
„დედე“1992 წელს,პოსტსაბჭოთა საქართველოში სამოქალაქო ომის შემდეგ იწყება. გეგი (გიორგი ბაბლუანი) და დავით (ნუკრი ხაჭვანი) არიან ძმები, რომლებიც სვანეთის მაღალი თოვლიანი მწვერვალზე, სახლში ბრუნდებიან.
გეგიმ დავითის სიცოცხლე ბრძოლის ველზე გადაარჩინა და როგორც პატივსაცემი სტუმარი დინას ( ნათია ვიბლიანის) ქორწილშია მიწვეული. მაგრამ ბედისწერით დინას და გეგის ერთმანეთი შეუყვარდებათ ისე, რომ ერთმანეთის სახელებიც კი არ იციან.
დინა ცდილობს დაარღვიოს ჩაწყობილი ქორწინება დავითთან, რა შემთხვევაშიც ორივე ოჯახს შერცხვენა ემუქრება.
„ქალს არ აქვს სიტყვის თქმის უფლება. მაშინაც კი, თუ მთელი შენი სიცოცხლე გეძულები, მაინც ჩემზე იქნები დაქორწინებული“,_უთხრა დავითმა.
დავითმა გეგის საკუთარი სიცოცხლე შესწირა, მაგრამ არა ცოლი. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისგან დამცირება აიძულებს მას როგორც ჩანს სანადიროდ წასულმა თავი მოიკლას. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გეგი, სოფლის უხუცესების მიერ მოწყობილ რელიგიურ ცერემონიაზე ბრალდებისგან თავისუფლდება. მას საბოლოოდ შეუძლია დაქორწინდეს დინაზე, მიუხედავად ოჯახის უფროს წევრებს შორის არსებულ ღრმა განხეთქილებისა.
5 წლის შემდეგ წყვილს ბედნიერი ურთიერთობა აქვს და ჰყავთ ვაჟი მოსე (მოსე ხაჭვანი). მაგრამ როდესაც გეგი ტრაგედიის შედეგად დაიღუპება, დინა გრძნობს, რომ მას ღმერთები ავტონომიურ სააგენტოში მოკრძალებული მცდელობების გამო სჯიან.
შემდეგ დინას დიდი ხნის თაყვანისმცემელი გირშელი (გირშელ ჭელიძე) მას დაქორწინებას აიძულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედება 2 ათწლეულის წინ ვითარდება, არა არქაული გენდერული პოლოტიკის, არამედ ტრადიციული კაბებითა და ანტიკვარული ცრურწმენებით უფრო ძველი ამბის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამ მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგია, თანამედროვე მედიცინა და ძრავის მქონე ტრანსპორტი საკმაოდ მწირია, ზამთრის პერიოდში კი გრძელ გზაზე გადასაადგილებად ძირითადი საშუალება ცხენია.
„დედე“ასახავს ჩამორჩენილ არსებობას მაგრამ ტრადიციასა და პროგრესს შორის კონფლიქტს არ ქმნის.
ხაჭვანს მკაფიოს აქვს შერეული ემოციები უშგულის შესახებ, რომელიც მივიწყებული ენით და დანგრეული ინფრასტრუქტურით იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შესული და რასაც ის, ჯერ კიდევ სამოთხეს უწოდებს.
ფილმის მეორე ნახევარში ახალგაზრდა მღვდელი გირშელს ურჩევს რომ არაკანონიერი საჩივარი დინაზე შეაჩეროს.
„ზოგიერთი გადასახადი კარგია, ზოგი კი უნდა დავივიწყოთ“,_ამბობს ის.
ხაჭვანი ფილმში რამდენიმე დამაბნეველ საკითხსაც ტოვებს.
გარდა ამისა, ის შთამბეჭდავ შეზღუდულ რესურსებს იყენებს მოკლე სროლების, სირთულეების და ადგილობრივი პოლიციელების შეტაკებებით. დაუღალავი კონსტანტინე მინდია ესაძე კი მხატვრობაზე ზრუნავს, რომელიც ეპიკურ მთაზე წინააღმდეგობის დამცველ მამაკაცს ქმნის.