,,იტალიაში უფრო მეტი საშინელება ხდება, ვიდრე მედიით ინფორმაცია ვრცელდება”,_ ამის შესახებ ,,გურია ნიუსს” იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა ,,skype” -ით საუბრისას უთხრა.
ემიგრანტების თქმით, იტალიაში კორონავირუსით უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებული ადამიანები ქუჩაში იღუპებოდნენ. აღნიშნული შედეგი იტალიამ იმიტომ მიიღო, რომ მთავრობის მიერ დაწესებულ წესებს ხალხი არ დაემორჩილა.
,,იტალიაში იმაზე მეტი საშინელება ხდება, ვიდრე მედიაში აცხადებენ. კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე ადამიანი ქუჩაში გარდაიცვალა. ხალხი არ ემორჩილებოდა მთავრობის მიერ დაწესბულ წესებს. ქალაქში ყოველდღე ტარდება დეზინფექცია, დადიან ავტომობილებით და აფრთხილებენ ხალხს, რომ გარეთ არ გავიდნენ,” _ ამბობს მ.ა.
ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთი ემიგრანტი, შ.კ. აღნიშნავს, რომ შედეგი, რაც აქვს დღეს იტალიას, ხალხის დაუმორჩილებლობამ გამოიწვია.
,,მთავრობამ სხვადასხვა შეზღუდვები დააწესა, რომ ვირუსი არ გავრცელებულიყო, თუმცა ადამიანები არ ემორჩილებოდნენ. მაინც გადიოდენ გარეთ, არ იღებდნენ პირადი უსაფრთხოების ნორმებს, აქედან გამომდინარე დადგა ის შედეგი, რაც დღეს არის ქვეყანაში, უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, ახლა კი შეშინებულია ხალხი. პიზაში ვცხოვრობ და ქალაქი მთლიანად ცარიელია, სასტიკად აკრძალულია გარეთ გასვლა, სპეციალური საშვის გარეთ ვერავინ გადის. პოლიცია, ჯარის კაცები დგანან ქუჩებში და შესაბამისი სამსახურები ქუჩებს დეზინფექციას უტარებენ ,” _ ამბობს შ.კ.
ვერონაში მცხოვრები ქართველის, მ.ც.-ს თქმით, რთული მდგომარეობაა, დაცარიელებულია მთელი ქალაქი, მთავრობის წარმომადგენლებს და მოხალისეებს ხალხისთვის სახლში მიაქვთ საკვები.
„ვერონაში ვხოვრობ, არ ვაპირებ ჯერ საქართველოში დაბრუნებას. იმედი მაქვს, უფლის წყალობით მდომარეობაა მალე გამოსწორდება.
მთელი ვერონა დაცარიელებულია. მოხალისეებს და მთავრობის წარმომადგენლებს სახლში მოაქვთ საკვები. ყველა შეშინებულია და სახლიდან ვერავინ გადის.
ხალხი თავის დროზე, სერიოზულად რომ მიდგომოდა კორონავირუსისგან გამოწვეულ პრობლემას, ამ შედეგს არ მიიღებდენ. იტალიელები ქართველებივით დაუმრჩილებლები არიან. სულ არღვევენ დაწესებულ წესებს. ძალიან ჰგვანან ქართველებს. უამრავი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, რომ დაფიქსირდა, მის შემდეგ შეშინდა ხალხი,” _ განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა მ.ც-მ.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში 1 109 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 837 გარდაიცვალა, ხოლო 2 107 დაინფიცირდა.