ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1609 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1514 ადამიანი, გარდაცვლილია 16, აქტიურია ინფიცირების 78 შემთხვევა.