ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს, კატის გამოცდები 199 მეთერთმეტე კლასელმა ჩააბარა, რომელთაგან 30 ჩაიჭრა.
ამ მოსწავლეებს შორის საუკეთესო შედეგი ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, თამთა თავარქილაძემ აჩვენა.
_ თამთამ 3 საგანში სრული ათიანი მიიღო, ხოლო ერთ საგანში ცხრიანი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.
მისივე ინფორმაციით, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წელს ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეს.
დავით ცინცაძე, გივი მდინარაძე, თამარ დავითულიანი, ვაჟა ბერძენიშვილი, ლაშა გიორგი კალანდაძე, შოთა ბოლქვაძე, დალი თავართქილაძე, ილიკო გოგოლაძე _ ესენი პირველი საჯარო სკოლის ის მოსწავლეები არიან, რომლებმაც, შორენა სიხარულიძის თქმით, ცხრიანები და ათიანები დაიმსახურეს.
_ ყველაზე წარმატებული მეთერთმეტე კლასელები წელს პირველ საჯარო სკოლას ჰყავს. ასეთი კარგი შედეგი სხვა სკოლებს არ ჰქონია, _ გვითხრა საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელმა.