https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი: „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“ (R)

11:03; 2.03.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ანექსიამდე ზუსტად 4 დღით ადრე საქართველოს ლეგიტიმურმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართალს, როგორც მეცნიერებას, დიდი ისტორია აქვს, შედარებით ახალგაზრდა დარგია კონსტიტუციონალიზმი. სწორედ ამ საქმის აღორძინებას და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესების გააქტიურებას უდგას სათავეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სამეცნიერო ბაზაზეც უკვე წლებია, აქტიური სამეცნიერო-კვლევითი პროცესები მიმდინარეობს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევრების ჩართულობით.

უნივერსიტეტმა 2019-2020 წლებში კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით ორი ტომი გამოსცა, მზადაა დასაბეჭდათ ტრილოგიის მესამე ტომიც.

აღნიშნულ გამოცემებზე ვესაუბრეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, სამართლის დოქტორ ბექა ქანთარიას.

_ ბატონო ბექა, როგორ გაჩნდა კონსტიტუციონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით ტრილოგიის გამოცემის იდეა?

_ იდეას რაც შეეხება, კონსტიტუციონალიზმის საკითხების შესახებ კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით, 2009 წელს ჩაისახა. გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი კრებული, რომელშიც გამოქვეყნდებოდა როგორც ქართველი, ისე – უცხოელი მეცნიერების, კონსტიტუციონალისტების შრომები საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. ამ გამოცემებს „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“ ბატონმა მინდია უგრეხელიძემ უწოდა. კრებულებს ამშვენებს ბატონი მინდიას ძალიან საინტერესო წინასიტყვაობები. საერთოდაც, მისი ხელმძღვანლეობითა და კონცეპტუალური გააზრებით ხორციელდება ეს პროექტები.

ამ დარგის ირგვლივ დაგროვილია ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღემდე შეუსწავლელია. საბჭოთა 70-წლიანმა რეჟიმმა განაპირობა ის, რომ ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობდა კონსტიტუციონალიზმი, თანამედროვე სახელმწიფო სისტემისთვის დამახასიათებელი მმართველობის რეჟიმები, შესაბამისად, ამ საკითხებზე კვლევა-ძიებას აზრი არ ჰქონდა ამ პერიოდში. 90-იანი წლებიდან უკვე დაიწყო ასე თუ ისე კონსტიტუციონალიზმის იდეის კვლავ აღორძიება საქართველოში და დღემდე რამდენიმე ნაშრომი არის გამოცემული მონოგრაფიის ან სახელმძღვანელოს სახით, თუმცა ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ კონსტიტუციონალიზმი, როგორც დარგი, როგორც მეცნიერება და კულტურული მოვლენა განვითარდეს.

_ მოგვიყევით უფრო დეტალურად სამტომეულის პირველ ნაწილზე…

_ 2019 წელს გამოცემულ პირველ ტომში, „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“, თავიდანვე განვიზრახეთ, რომ მას უნდა მოეცვა კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური საკითხები. ამ კრებულში იქნებოდა წარმოდგენილი უცხოელი ავტორები. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისგან, შეფასდა რა ნაშრომი როგორც სოლიდურ გამოცემად, რომელიც ყველა ქვეყნის ბიბლიოთეკას უნდა ამშვენებდეს.

კრებულში, გარდა ქართველი ავტორებისა, შესულია 15 უცხოელი კონსტიტუციონალისტის, სამართლის მეცნიერისა თუ პოლიტოლოგის შრომები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

მინდა გამოვყო და ხაზი გავუსვა ერთ-ერთი ავტორის სტატიას, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველ კონსტიტუციას. იგი ეკუთვნის ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორს რეგინა კინერს, რომელიც ბოლო დროს მონაწილეობს ჩვენს საკონსტიტუციო რეფორმებშიც და არის მოწვეული უცხოელი კონსულტანტი.

როდესაც შევთავაზეთ მას ამ კრებულისთვის სტატიის დაწერა, მან თავისი სურვილით ის 1921 წლის კონსტიტუციას მიუძღვნა. ეს ნაშრომი ფაქტობრივად პირველი კვლევაა, რომელიც უცხოელი პროფესორის მიერ მომზადდა პირველ ქართულ კონსტიტუციაზე.

რეგინა კინერი ქართულ კონსტიტუციას დადებითად მიმოიხილავს და, რა თქმა უნდა, გარკვეულ კრიტიკულ მოსაზრებებსაც გამოთქვამს. აგრეთვე შედარებით ანალიზსაც აწარმოებს შვეიცარიის 1874 წლის კონსტიტუციასთან, რომელიც უდევს საფუძვლად ჩვენს კონსტიტუციას. ამ მხრივაც ეს ნაშრომი არის გამორჩეული.

ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტმა გააკეთა, იყო ის, რომ ქართველი ავტორები გაეცნენ უცხოელი კონსტიტუციონალისტების შრომებს და პირიქით. ეს აუცილებელია ჩვენი მკვლევარების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით და ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისათვისაც. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა რთულ მოთხოვნას უყენებს უნივერსიტეტებს და ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ მოხდეს აკადემიური პერსონალის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

_ რაც შეეხება მეორე კრებული?

_ რიგით მეორე ტომი უვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებს შეეხება. ეს ათასგვერდიანი ნაშრომი 1990-1995 წლებში გამოქვეყნებულ თითქმის ყველა სტატიას, ინტერვიუს თუ ნაშრომს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში უდიდესი შრომა გასწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დიმიტრი ცანავას ხელმძღვანელობით. საუბარია დახლოებით 500-მდე სტატიაზე. ეს არის კრებული, რომელიც უზარმაზარ სამსახურს გაუწევს ყველა იმ მკვლევარს, რომელიც დაინტერესებულია ამ პერიოდის საკონსტიტუციო საკითხებით.  

როგორც ბატონი მინდია უწოდებს, კრებული წარმოადგენს 1995 წლის კონსტიტუციის წინმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში. დღესდღეობით ამ მასალების უმრავლესობა დაზიანებული ან გამქრალია, შესაბამისად, უდიდესი შრომა იქნა გაწეული ყველაფრის თავმოსაყრელად და ერთიანად გამოსაცემად.

_ უცხოელი კონსტიტუციონალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ პირველ ქართულ კონსტიტუციას. რა პროგრესულ იდეებზეა საუბარი?

_ საქართელოს 1921 წლის კონსტიტუცია ძალიან რთულ პერიოდში დაიწერა. იმ დროს არ იყო არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ მშვიდობიანი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ სამრთლებრივი გარემო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მამა და დედა დამფუძნებლებმა მოახერხეს და შექმნეს ერთერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია მთელი ევროპის კონტინენტზე.

თუკი პირველ რიგში სტრუქტურას დავუკვირდებით, იგი ძალიან კარგადაა ჩამოყალიბებული; 17 თავისაგან შემდგარი კონსტიტუცია ლოგიკურადაა დალაგებული.

რაც ყველაზე მეტად თვალში საცემია და ამას ყველა ამჩნევს და აფასებს, არის ის, რომ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. 4 თავი სწორედ ამ თემაზე საუბრობს. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ადამიანის უფლებები პრიორიტეტული იყო. მაგალითად, კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუცია უზენაესია და ყველა სხვა კანონი, დეკრეტი თუ განკარგულება უნდა შეესაბამებოდეს მას. ესეც თავისთავად არის სიახლე იმ დროისათვის.

ასევე უნდა აღვნიშნო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი, რომელსაც ხაზს უსვამს  კონსტიტუცია და ის ემორჩილება მხოლოდ კანონს. სეკულარიზმის იდეებია ასევე წინ წამოწეული; ქალთა, ეროვნულ უმცირესობათა, სახელმწიფო მოხელეთა უფლებები – ეს ყველაფერი ასახულია პირველი რესპუბლიკის უზენაეს კანონში.

ასევე კონსტიტუცია ამბობს, რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ამ ხელისუფლებას ხალხის სახელით ახორციელებს პარლამენტი. ასევე იქ არის საუბარი მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის, მთავრობის კოლეგიალური საქმიანობის პრინციპებზე, განმტკიცებულია დებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.

_ როგორი იყო მაშინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია და როგორ აისახა ის პირველი ქართული კონსტიტუციის შედგენის დროს?

_ როგორც აღვნიშნეთ, მაშინდელი კონსტიტუცია არის სინთეზი ევროპული კონსტიტუციებისა. შვეიცარიის მოდელი შედარებით რბილია, რადგან მთავრობის წარმომადგენლები 7 წლის ვადით ინიშნებიან და პოლიტიკურად პასუხისმგებლები არ არიან პარლამენტის წინაშე. ეს მოდელი ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო არ გამოგვადგებოდა. შესაბამისად, დადგინდა, რომ მთავრობა და მთავრობის თავმჯდომარე ემორჩილება პარლამენტს.

თუმცა მეორე მხრივ, არც მთავრობის დათხოვნა იყო ძალიან მარტივი საქმე და რთულ პროცედურებს უკავშირდებოდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის თანამდებობას, იგი უარყოფილი იქნა თავიდანვე, რადგან სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტს მონარქად განიხილავდნენ და საფრთხეს ხედავდნენ მასში, რომ მას უარი არ ეთქვა არჩეულ ხელისუფლებაზე.

მის ნაცვლად, პრეზიდენტის კომპეტენციების ნაწილი გადავიდა მთავრობის თავმჯდომარეზე, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი უფლება-მოვალეობები დაეკისრა.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას ზოგადად, იმ პერიოდში, საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში იმყოფებოდა. მთავრობის პასუხისმგებლობა იყო ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ძლიერი, რომ მრავალი გამოწვევისთვის ეპასუხა.

_ და ბოლოს, რაც შეეხება მესამე წიგნს – ტრილოგიის დასკვნით ნაწილს?

_ მესამე ტომი მიეძღვნება კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს, რომელიც 2021 წლის მაისში გამოვა. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუციის იუბილის ამგვარი აღნიშვნა ხდება ხოლმე. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ჩვენ ამისთვის მზადება 2020 წლის 21 თებერვლას დავიწყეთ, როცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავატარეთ შეხვედრა ბატონ მინდია უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, სადაც გაცხადდა, რომ ერთი წლის თავზე მოვამზადებდით კიდევ ერთ კრებულს.

კრებულში 11 სახელმწიფოს 30-მდე უცხოელი პროფესორი და მკვლევარი საზეიმოდ ულოცავს ქართველ ხალხს კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს. თუმცა აქ მხოლოდ მილოცვას არ შეხვდებით, მათი უმეტესობა აფასებს იმდროინდელ კონსტიტუციას და მიაჩნიათ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა მთელი ევროპის კონტინენტზე, რომელიც გაჯერებულია ადამიანის უფლებათა შესახებ პროგრესული იდეებით.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კონსტიტუციონალიზმის, როგორც მეცნიერების განვითარებას საქართველოში და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

კონსტიტუციონალიზმის საკითხების კვლევა ტრილოგიით არ დასრულდება.  მიზნად გვაქვს დასახული სამართლის ამ დარგში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანადგომით  განვახორციელოთ არაერთი საინტერესო პროექტი.  (R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1 თებერვალი, 2026

დაბრუნება მკითხველთან - ოზურგეთში ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა

"ერთი ავტომობილი შუაზე გაიხლიჩა, არიან დაშავებულები" _ უძიმესი ავარია სენაკში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო