“ბიძინამ კიდევ ერთხელ “გააოცა”ევროპა. ერთპარტიულ პარლამენტში გვექნება—უმრავლესობა?! ფრაქცია?! და თავად პარლამენტი.
სამივეში სხდომაზე ისხდებიან ერთიდაიგივე 90 ყალბი დეპუტატი „ოცნებიდან’, შემდგომ ტექსტში – ყდო.
ამ 90 ყდოს ეყოლება სამი თავმჯდომარე, მოადგილეებით, მანქანებით, მდივნებით, ხელფას-დანამატებით. ამ სამში ერთი მთავარი იქნება, დანარჩენი გამოგონილი და “ტუფტა“.
ფული კი ხალხმა თავისი გაფხეკილი ჯიბიდან უნდა უხადოს ამ ყდოებს.
ყდოებო, დაფიქრდით კარგად, ვის ფულებს იტაცებთ გამოგონილი თანამდებობებით.
არ შეგრჩებათ!!!!!!!!”,_ აღნიშნული განცხადება „ტრიბუნას“ წევრმა, კოტე კემულარიამ გააკეთა.