“არ მაქვს უფლება სიებით ვიარო? ხან საქორწილო სიები გვექნება და ხან კიდევ სხვა სიები“ – ასე მოგვმართეს ჩვენთვის უცნობმა ადამიანებმა სოფელ მშვიდობაურში.
ისინი 60/23 უბანზე დილის შემდეგ იმყოფებიან და აღწერენ, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე. ე.წ. კოორდინატორებმა არ გაგვიმხილეს თუ რომელ პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ ისინი და არც სიების გადაღების უფლება მოგვცეს.