ხანძარი გაჩნდა ღამით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნიგვზიანის და ჯურუყვეთის საზღვარზე. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეკალ-ბარდი დაიწვა. უწყებაში ამბობენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.