ხანძარი იყო თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში. ბინაში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვნეს.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.