ხანძარი კახეთში – გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ თელავის და გურჯაანის სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა, სახლისა და მასში არსებული ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ვერსიით, ცეცხლი სახლს თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა. ის გვიან ღამით პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.