ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში ზაურ ირემაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი დილით, დაახლოებით 8 საათზე გაუჩნდა.
როგორ გვითხრეს ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
ირემაძეების ექვს სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო. მათ სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ირემაძეების ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს:
_ ახლა დავეხმარებით თანხით, რომ პირველადი ნივთები შეიძინონ. ამავე დროს, ვუქირავებთ ბინას, რომ გამოზამთრება შეძლონ. მომავალი წლის ბიუჯეტიდან კი სამშენებლო მასალებით დავეხმარებით, _ გვითხრა კუჭავამ.
ცეცხლის გაჩენის მიზეზებს გამოძიება ადგენს.