საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი სერიოზული ხანძრის კერა იყო დაფიქსირებული.
როგორც ღირსიაშვილმა აღნიშნა, ხანძრის 20 კერას შორის გამოსაყოფი არის 2 სოფელი ოზურგეთის რაიონში, ვაკიჯვარი და გომი. ასევე გამოსაყოფია ლიკანი და ამბროლაურის რაიონის სოფლები კრიხი და ხვანჭკარა. გამოსაყოფია ასევე წალენჯიხა და ჩხოროწყუ და შიდა ქართლის კასპის რაიონი სადაც ხანძრის 2 კერა იყო.
ღირსიაშვილის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ქრობითი სამუშაოები ყველა კერაზე.
„დაახლოებით 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი არის მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩართული არის სახანძრო ტექნიკა და ასევე აღსანიშნავია სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომელიც მთელი დღის განმავობაში მუშაობდა როგორც ოზურგეთის რაიონში ასევე ამბროლაურში,“_ განაცხადა ღირსიაშვილმა.