“არაფრის გაუქმებას, უკან დაბრუნებას, ხელების ამოგრეხვას არავის ვუპირებთ”, _ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ მერისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ფუნქციებს შორის სხვაობა არ არის:
“თბილისში თუ ერთი ადამიანი ახორციელებს ამ მენეჯმენტს და ამ მმართველობას, ზუგდიდში ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს იმავე მმართველობას? ერთსა და იმავე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგებელიც. ამაზე გვაქვს საუბარი და ამაზე მიდის მსჯელობა,” – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.