მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ქართული ოცნების” ოფისში გამოეხმაურნენ.როგორც მმართველი გუნდი ამბობს, სააკაშვილმა გაკეთებული განცხადებით დაადასტურა, რომ ქვეყანაში არეულობის და ქაოსის გამოწვევა სურს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, არ ცნობს და მოსახლეობას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ხელისუფლება ქვეყანაში პროვოკაციების მოწყობას არ დაუშვებს.