პარტია ,,ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ,,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი წერს თუ რომელი პარტია შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში. ვაშაძემ ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ხელისუფლებაში მოვა და ქვეყანას ფეხზე დააყენებს.
,,აუცილებლლად უნდა გამოვეხმაურო, სოციალურ ქსელში ბევრს წერდნენ, რომ ვინ იქნება მომავალში ხელისუფლებაში და ა.შ. ესეც არის ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ არავინ არ არის. რა არ არის, ხალხო, მიიხედ-მოიხედეთ, თვალი გავახილოთ სუყველამ, ამდენი განათლებული, ნიჭიერი ადამიანია. ხელისუფლებაშიც მოვალთ, ამ ქვეყანასაც მაგრად ვმართავთ, გაფანტულ ნიჭებსაც შევკრიბავთ, იქნება მაგარ ფეხზე დაყენებული ქვეყანა და იქნება ძალიან მაგარი რეფორმები გატარებული“, _ განაცხადა ვაშაძემ.