ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო სისტემის შესაცვლელი კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას მოუწევს აღიაროს „გერმანული მოდელი“ 2020 წლის არჩევნების ჩასატარებლად, ისე, როგორც მსოფლიომ დედამიწის სიმრგვალე აღიარა.
„ძლიერნი ამა ქვეყნისათა, საუკუნეების განმავლობაში არ აღიარებდნენ, რომ დედამიწა მრგვალია. საბოლოოდ მაინც მოუწიათ აღიარება, რადგან მართლაც მრგვალია. ასევე მოუწევს ჩვენს ხელისუფლებას იმის აღიარება, რომ ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მხოლოდ ამისათვის საუკუნეები არ დაგვჭირდება, არც წლები. ეს გაცილებით ადრე მოხდება, იმიტომ რომ ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას,”_განაცხადა ხმალაძემ.