ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” საჩივარს განიხილავენ.
ოპოზიციური პარტია ხიდმაღალის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დასჯას ითხოვდა, რომელიც გადამოწმების დროს უბანზე არ იმყოფებოდა.
საოლქოს თავმჯდომარემ მას მხოლოდ საყვედური გამოუცხადა, რასაც საჩივრის ავტორების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახა ასკურავამ აღნიშნა, რომ ეს ქმედება სხვებს წაახალისებდა.
ასკურავას გამოსვლის დროს, საუბნო კომისიის წევრი, რომლის საკითხსაც განიხილავდნენ ადგა და გარეთ გასვლისას დამკვირვებელს, გივი ცინცაძეს, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეფონი წაართვა.
ქალბატონმა ტელეფონი ნაგვის ურნაში ჩააგდო და ტერიტორია დატოვა.
ვრცლად იხილეთ ლინკზე