ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ ანრი ჯოხაძეს ჩოხატაურში. მომღერალმა სოლო კონცერტი მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში ჩაატარა. მან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები გააჟღერა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.