ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული ცოლ-ქმარი ხობის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მათ აღენიშნებათ ზედაპირული ტრავმები.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.