ხობში "საქართველოს ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს. შემთხვევა გვიან ღამით, ც.დადიანის ქუჩაზე მოხდა. უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.