ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მიაკუთვნა, ტელევიზიაში გუშინ გაჩენილ ხანძარს ფეისბუქზე გამოეხმაურა:
“ვიღაცა ასანთით დამდევს”, _ წერს ხალვაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში არსებულ საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა და პროდუქციასთან ერთად, სრულიად განადგურდა.
ხალვაში მაშინ ამბობდა, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს და ბრალს “ნაციონალურ მოძრაობას” დებდა.
თუმცა, გამოძიებამ, რომელიც იმავე დღეს დაიწყო, დამნაშავე ვერ იპოვა. რაც შეეხება “რუსთავი 2”-ში წუხელ გაჩენილ ხანძარს, რომელიც იმ ფლიგელში გაჩნდა, სადაც დეკორაციები ინახებოდა, შსს უკვე იძიებს.