„ძალიან თბილი, მოსიყვარულე, სტუმართმოყვარე და საოცარი ადამიანი. თავისი საქმის პროფესიონალი _ ავტომობილების კოსმეტიკური ოპერაციების უბადლო შემსრულებელი“, _ ასეთად ახასიათებენ ახლობლები თუ ნაცნობები თემურ ჯორბენაძეს, რომელსაც გულმა ვერ გაუძლო და უმტყუნა, არადა, იმედი ჰქონდათ ახლობლებს…
„სასწაული ბევრჯერ გაგიკეთებია. ათი წლისაც არ იყავი, როცა უნებლიედ, რევოლვერის ტყვია მოგხვდა, კბილებმა შეაკავა და გადარჩი. როცა ირმას გადასარჩენად წამლის საყიდლად მიმავალი ტრაილერის ბორბლებში აღმოჩნდი და მანქანა გადავაგდეთ _ გადარჩი. როცა ცივსისხლიანმა მკვლელმა როგორც არასასურველი მოწმე საბარგულში ჩაგკეტა და ბჟუჟჰესში გადაგაგდო 25 მეტრის სიმაღლეზე, გადარჩი. როცა ერთადერთი ძმა ტყვიით დაფლეთილი მოგიყვანეს, შენმა გულმა გაუძლო და გადარჩი. როცა 20 დღეში ორი ინფაქტი მოგივიდა, ისევ გადარჩი. იანვარში 16 წლის უნახავი ძმისშვილი რომ ჩამოგივენეს მოსკოვიდან, მაშინაც გადარჩი. ახლა 2 დღეში კიდევ 2 ინფაქტი და გადარჩი. ექიმს თხოვდი, უცნობი შვილთაშვილი მყავს და არ მომკლათ ჯერო და გაიცანი. კიდევ ერთი სასწაულიც ჩაგვიტარე და ახლაც იმარჯვე. გაუძელი! _ წერდა ფეისბუქზე მისი მეუღლე გულო ჭყოიძე.
თუმცა ოპერაციიდან იმედიანად გამოიყვანილ თემურ ჯორბენაძეს გულმა ვერ გაუძლო.
“გურია ნიუსი” წუხილს გამოთქვამს და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.