აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“.
“ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან… ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.