“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კულტურის მუშაკთა გურიის რეგიონის პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ და საქართველოს კულტურის პალატის წარმომადგენლად გურიის რეგიონში ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის მოადგილე და ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა კობა დუნდუა დაინიშნა.
“ჯერ იურიდიულად დავარეგისტრირებთ გურიის რეგიონულ ორგანიზაციას, შემდეგ რეგიონში შევხვდები კულტურის და ხელოვნების მუშაკებს. ავირჩევთ მუნიციპალიტეტში წარმომადგენლებს და შევუდგებით მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით“, _ გვითხრა კობა დუნდუამ.