“ქართული ოცნების” სპიკერის ღია მუქარებმა ბზარის შეტანის ნაცვლად, ოპოზიციის თქმით, მათი ერთობა კიდევ უფრო გაამყარა. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ “ოცნება” ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა აიძულოს, თუმცა პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ ივანიშვილი ამ ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება და დიდ პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის.
“კობახიძე არის ბრიყვთა შორის ბრიყვი ქართულ ოცნებაში ივანიშვილმა განსაკუთრებული ამ ნიჭით შეარჩია ივანიშვილმა ეს ადამიანი. შეუძლებელია, რომ ასეთი რაღაც სტანდარტებით და მიდგომებით ელაპარაკო ოპოზიციას, რომ გაგიუქმებთ დაფინანსებას, რეგისტრაციას. თუ ესე უნდათ კიბატონო, ჩვენც გადავალთ სხვა რელსებზე, მაგრამ არ გამოვა ესე, თუ უნდათ, რომ პოლიტიკური კრიზისი შემცირდეს, მაშინ სხვა ენით ილაპარაკონ”, – თქვა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება მიხვდა, რომ ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი ექნებოდათ და ამიტომ დიქტატურაზე გადავიდა. მისი განცხადებით, მსგავსი ტიპის განცხადებები ოპოზიციას კიდევ უფრო შეკრავს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.
კობახიძე აანონსებს კანონპროტეტის ინიცირებას, რომელმაც შესაძლოა “ნაციონალურ მოძრაობა” არჩევნების მიღმა დატოვოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებენ და სამუშაოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიწვევენ. თუ კომისია გადაცდომას დაადგენს, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
წყარო: მთავარიტვ