“გახარია ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი იყო. სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ მისი პოზიციის გასამყარებელი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი – ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, ვერ შედგება სახელმწიფოდ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
კობახიძის თქმით, გახარიას გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მელიას დაკავების პროცესის გადადებით ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.
“მოვუწოდებთ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაკავებას”, – განაცხადა კობახიძემ.